Sunday, May 8, 2011

მოსწავლე და კომპიუტერი

      პროექტის სახელწოდება:  მოსწავლე და კომპიუტერი.
     პროექტის მთავარი იდეა /თემა/ : საქმიანობა ყოველდღიური თუ პროფესიული, მოითხოვს  ისტ–ის  ცოდნის გაღმავებას, სისტემატურ გამოენებას.
     პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის განვითარების ისტორიის შესახებ. თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპიუტერი სკოლაში თუ სახლში გამოყენების თვალსაზრისით. მოიპოვებენ ინფორმაციას, მის შემადგენლობასა და სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველუოფაზე, სხვადასხვა სფეროში. მოიძიებენ  პროგრამებს,შეადარებენ ერთმანეთს მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას . გაუკეთებენ ანალიზს, გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს.
პროექტის სახელწოდება:   მოსწავლე   და კომპიუტერი   
პროექტის მთავარი იდეა / თემა / : საქმიანობა ყოველდღიური თუ პროფესიული, მოითხოვს ისტ–ის ცოდნის გაღრმავებას, სისტემატურ გამოყენებას.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ. მისი განვითარების ისტორიას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპიუტერი სკოლაში თუ სახლში გამოყენების თვალსაზრისით. მოიპოვებენ ინფორმაცის მის შემადგენლობასა და სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სხვადასხვა სფეროში. მოიძიებენ საინტერესო ინფორმაციას, პროგრამებს, შეადარებენ ერთმანეთს მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას.გაუკეთებენ ანალიზს, გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეს გაუღრმავდეს ცოდნა კომპიუტერზე. მოსწავლეებმა შექმნან პრეზენტაცია, მათ მიერ მოძიებული საინტერესო ფაქტების გამოყენებით. გააცნონ საზოგადოებას თუ როგორ ხორციელდება რაიმე ოპერაციის შესრულება, სხვადასხვა პროგრამებსა თუ ინტერნეტში.
მოსწავლეთა ასაკი: 10–11 წელი.
ვადები: 4 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას / მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციას, მათ მიერ მოძიებულ საინტერესო ფაქტების გამოყენებით, სადაც ნათლად გამოჩნდება ამა თუ იმ პროგრამის უპირატესობა, თუ შედარებით სუსტი მხარე. გააცნობენ საზოგადოებას თუ როგორ ხორციელდება რაიმე ოპერაციის შესრულება სხვადასხვა პროგრამებსა თუ ინტერნეტში. მოსწავლები შეიძენენ ახალ ცოდნას და უნარ–ჩვევებს, რომელთა განვითარებასაც მომავალში დამოუკიდებლად შეძლებენ. იმ მიზნით რომ მოსწავლემ არჩევანი გააკეთოს სწავლების, სპეციალობის ან პროფესიული საქმიანობის შორის. შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი და ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა / ძირითადი აქტივობები /.
1.     მოსწავლეები შეარჩევენ მათთვის საინტერესო და სასურველ თემას,
,,მოსწავლე და კომპიუტერი“.
2.     მოსწავლეები განაწილდებიან წყვილებად.
3.     მასწავლებელი აცნობ პროექტის მიზანს.
4.     მოსწავლეები იწყებენ ინფორმაციის მოძიებას, ეცნობიან კომპიუტერის განვითარების ისტორიას. გააცნობენ ერთმანეთს მათ მიერ მოპოვებულ მასალას.გამართავენ დისკუსიას. გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს. შექმნიან პრეზენტაციას.
5.      მასწავლებელი აკეთებს შეფასების რუბრიკას.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: იყენებს ისტ–ის ინფორმაციულ რესურსებს, ცნებებს, იდეებს მოვლენების თვალსაჩინოდ წარმოდგენის მიზნით.
პროექტის ხელმძღვანელი / მასწავლებელი /: ეკა მოდებაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: qareli 2011@gmail.com
   


No comments:

Post a Comment